პროექტი

 ჩვენი პროექტის თემა არის ფეხბურთი

პროექტის გეგმის შაბლონი: იხილეთ აქ

ფეხბურთი და მისი წესები

ფეხბურთი არის გუნდური სპორტი, რომელშიც თერთმეტი წევრისგან შემდგარი ორი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს. თამაში მიმდინარეობს მართკუთხა მინდორზე საგოლე კარებით ორივე ბოლოში. თამაშის მიზანი გუნდის წევრებს შორის ბურთით მანევრირებაა მოწინააღმდეგე გუნდის კარში გოლის გასატანად. ამ სპორტის მთავარი დამახასიათებელი წესის მიხედვით, მოთამაშეებს, მეკარის გარდა, ბურთზე ხელის ან მკლავის გამოყენების უფლება არ აქვთ თამაშის პერიოდში. მატჩის გამარჯვებული ის გუნდია, რომელიც უფრო მეტ გოლს გაიტანს თამაშის ბოლომდე. ფეხბურთში არის ერთი მთავარი და ოთხი დამხმარე მსაჯი, აქედან 2 გვერდითი არბიტრი, 2 პირითი ხაზის დამხმარე მსაჯი. მთავარ მსაჯს აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება – დააჯარიმოს თუ არა გუნდი კონკრეტულ ეპიზოდში თამაშის წესების დარღვევისთვის. მსაჯს შეუძლია ფეხბურთელს უჩვენოს ყვითელი ან წითელი ბარათი. ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად უხეშად ითამაშა ფეხბურთელმა. მსაჯის მიერ ყვითელი ბარათის ორჯერ ან პირდაპირ წითელი ბარათის ჩვენების შემთხვევაში ფეხბურთელი ტოვებს მინდორს და ავტომატურად ტოვებს მისი გუნდის მომდევნო შეხვედრასაც იმ კონკრეტულ ტურნირზე, სადაც მიიღო წითელი ბარათი. იმ შემთხვევაში თუ წითელი ბარათი ფეხბურთელმა არასპორტული საქციელის გამო მიიღო, შესაძლოა მას რამდენიმე თამაშის გამოტოვებაც მოუწიოს (მისი საკითხი განიხილება უეფას ან ფიფას სადისწიპლინო კომიტეტზე).


ფეხბურთის ისტორია

 ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული                 სპორტული სახეობა არის. ფეხბურთი პირველად XIX      საუკუნეში ინგლისში შეიქმნა. პირველი კლუბი და საფეხბურთო ასოციაციაც ამ ქვეყანაში დაარსდა.უძველესი ბერძნები და რომაელებიც თამაშობდნენ ფეხბურთის მაგვარ სპორტს, მაგრამ ამ იმპერიებში ნებადართული იყო ბურთის ხელით ტარებაც. აღნიშნული სპორტი შეტანილი იყო ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც რომშო ჩატარდა. მაშინ ერთ მხარეს 27 კაცი თამაშობდა.



ფეხბურთის პირველი დაწერილი წესები 1815 წლით
თარიღდება. ისინი ეტონის კოლეჯში იქნა ჩამოყალიბებული. 1870 წლამდე გუნდებში ფეხბურთელთა რაოდენობა 15- დან 21-მდე მერყეობდა. სავალდებულო გახდა 1875 წელს პირველი საფეხბურთო გუნდი 1857 წელს შეიქმნა, ინგლისი, ხოლო ფეხბურთის ასოციაცია 1863 წლის 26 ოქტომბერს დაარსდა მასში 11 გუნდი იყო შესული.

1871 წელს პირველი ფეხბურთის ტურნირი ჩადარდა, ერთი წლის შემდეგ პირველი ეროვნული ნაგრების თამაში განხორციელდა ინგლისის და შოტლანდიის შორის.

მეოცე საუკუნის დასაწყისში ფეხბურთმა მთელი მსოფლიო დაიპყრო. სპორტსმენები სხვადასხვა ქვეყნებიდან მუდმივად იმის ცდაში იყვნენ, ძალები მოესინჯათ და ერთმანეთს გაჯიბრებოდნენ. 1904 წლის 21 მაისს ფრანგების ინიციატივით, პარიზში გადაწყდა დაეარსებინათ საფეხბურთო ასოციაციის საერთაშორისო ფედერაცია, დღეს უკვე ფიფა, რომლის პირველი პრეზიდენტი, ფრანგი რობერ გერენი გახდა.

 

ფეხბურთი საქართველოში

საქართველო ფეხბურთი XX- ე საუკუნის დამდეგიდან დაედო სათავე. ქალაქ თბილისში ფეხბურთის მოყვარულთა პირველი წრე ჩამოყალიბდა 1906 წელს. საქართველოში პირველი ოფიციალური საფეხბურთო გუნდი 1907 წლის 23 თებერვალს შეჰქმნა. რომელსაც თავისი წესდება ჰქონდა, სახსრები, ფორმა და მოედანი ეწოდა ,,კომეტა''. ფეხბურთს ჩვენს ქალაქში თამაშობდნენ XX- ე საუკუნის 10- იანი წლების დასაწყისიდან. პირველი საერთაშორისო მატჩი ზესტაფონში გაიმართა ასევე დამოუკიდებლობის პერიოდში, კერძოდ 1920 წელს. პირველად ზესტაფონში საფეხბურთო ნაკრები 1918 წელს შეიკრიბა.

1990 წელს ზესტაფონში იქმნება ახალი კლუბი - საფეხბურთო კლუბი ,, მარგვეთი'', რომლებიც იკავებს ,,მეტალურგი ''- ს ადგილს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ჯგუფში და პირველივე წელს გადადის უმაღლეს ლიგაში.

1993 და 1996 წლებში ,, მარგვეთი" საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ნახევარფინალისტია. 1996 წელს ,, მარგვეთი '' ხდება საქართველოს ვიცე- ჩემპიონი და მონაწილეობას იღებს უეფა-ს თასის გათამაშების საკვალიფიკაციო რაუნდში. სამწუხაროდ, ფინანსური პრობლემების გამო XX საუკუნის ბოლოს კლუბი დაიშალა.


ყველა დროის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელები

1) დავით ყიფიანი
წლები: 1968-1982
კლუბები: თბილისის ლოკომოტივი, 
თბილისის დინამოშედეგი: 275 მატჩი, 82 გოლი; სსრკ-ს ნაკრებში: 19 მატჩი, 7 გოლი
მიღწევები: ოქროს ბურთის ნომინანტი (მე-11 ადგილი), თასების თასი, ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონი, სსრკ-ს ჩემპიონი, 2 სსრკ-ს თასი, სსრკ-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალი, სსრკ-ს ვიცე-ჩემპიონი, 2-ჯერ სსრკ-ს ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, 6-ჯერ სსრკ-ს ჩემპიონატის      
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა სიის წევრი.

წყარო: იხილეთ აქ



2) გიორგი ქინქალაძე

წლები: 1989-2006

კლუბები: მრეტები, თბილისის დინამო, ზაარბრიუკენი, ბოკა ხუნიორსი, მანჩესტერ სიტი, აიაქსი, დერბი ქაუნთი, ანორთოსისი, რუბინი

შედეგი: 442 მატჩი, 94 გოლი; საქართველოს ნაკრებში: 57 მატჩი, 9 გოლი

მიღწევები: 2-ჯერ მანჩესტერ სიტის წლის ფეხბურთელი, დერბი ქაუნთის წლის ფეხბურთელი, კვიპროსის ჩემპიონი, 3-ჯერ საქართველოს ჩემპიონი, 2 საქართველოს თასი, საქართველოს მეორე დივიზიონის გამარჯვებული, 2-ჯერ საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი.

წყარო: იხილეთ აქ



✅ ფეხბურთის პროფესიის დადებითი მხარეები:

   კარგი შემოსავალი      

  მოთხოვნადია            
                                                                                                                   
  ჯანსაღი ცხოვრება      
                                                                                                                  
  შესაძლებლობა გააკეთოთ ის, რაც გიყვართ        
                                                                   
  მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყნებში     
                                                                                     
  დადებითი ემოციები გამარჯვების დრო


❌ უარყოფითი მხარეები:


 ყოველდღიური ვარჯიშები სერიოზული ფიზიკური დატვირთვით    

 დაზიანების დიდი რისკი       

 სერიოზული დაზიანების დროს საქმის დაკარგვის რისკი     
                                             
 უარყოფითი ემოციები დამარცხების შემთხვევაში




ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა)

1904 წლის 21 მაისს ფრანგების ინიციატივით,პარიზში გადაწყდა დაეარსებინათ საფეხბურთო ასოციაციის საერთაშორისო ფედერაცია,დღეს უკვე ფიფა,რომლის პირველი პრეზიდენტი,ფრანგი რობერ გერენი გახდა. ფიფა-ს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი – ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის წევრი ქვეყნების მამაკაცთა ეროვნული საფეხბურთო გუნდების საერთაშორისო შეჯიბრი. ღონისძიება ტარდება 1930 წლიდან მოყოლებული 4-წლიანი შუალედით, გარდა 1942 და 1946 წლებისა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის გამო არ ჩატარებულა. პირველი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში გაიტანა ფრანგმა ლუსიენ ლორანმა. ჩემპიონატში საკვალიფიკაციო რაუნდები სამ წელზე მეტ ხანს მიმდინარეობს. ტურნირის ფინალურ ფაზაში მასპინძელი ქვეყნის სტადიონებზე, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში 32 ეროვნული გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს. პირველი მსოფლიოს ჩემპიონი ურუგვაია. ამჟამინდელი ლიდერია ბრაზილია – გაიმარჯვა რა ხუთ ტურნირში, მას მოჰყვება იტალია ოთხი გამარჯვებით, შემდეგ გერმანია სამი გამარჯვებით. ორჯერ გაიმარჯვეს ურუგვაიმ და არგენტინამ, ხოლო თითო გამარჯვება აქვთ ინგლისის, საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებებს.

წყარო: იხილეთ აქ



ცნობილი გუნდები              

 

1) ბარსელონა - ესპანური საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა" ოფიციალურად 1899 წლის 29 ნოემბერს დაარსდა. კლუბი 1899 წელს შვეიცარიელმა ჟოან გამპერმა, სხვა რამდენიმე შვეიცარიელის, ინგლისელისა და კატალონიელის დახმარებით დააარსა. კლუბი კატალონიის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა, სწორედ აქედან მომდინარეობს მისი დევიზი — „Més que un club“ — „უფრო მეტი, ვიდრე კლუბი“.დღეისათვის იგი ესპანეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია.


წყარო: იხილეთ აქ


2) რეალ მადრიდი - 1847 წლის დასაწყისში libre de ensenanza-ს ესპანელმა სტუდენტებმა ჩამოაყალიბეს საფეხბურთო გუნდი, რომელსაც "Sky football club" უწოდეს. ეს იყო მადრიდის "რეალის" წინამორბედი კლუბი. გუნდი 50 კაცისგან შედგებოდა და მას სათავეში ხულიან პალასიოსი ედგა. მოედანი, სადაც ეს გუნდი თამაშობდა მადრიდში, ველასკესის ქუჩაზე მდებარეობდა და მას ხშირად სტუმრობდა დედოფალი მარია კრისტინა. მოედანს არ ჰქონდა გასახდელი და ფორმებს ფეხბურთელები საჭირო ოთახში იცვლიდნენ. გუნდი არსებობას დიდხანს აგრძელებდა, ხოლო 1902 წელს, 18 აპრილს გუნდის მესვეურთა საბჭომ ჩამოაყალიბა წესდება, გუნდს "საფეხბურთო კლუბი მადრიდი" ეწოდა, წესდება დამტკიცებული იქნება 22 აპრილს, ხოლო პირველი მატჩები ახალმა გუნდმა უკვე მაისში გამართა. საფეხბურთო კლუბი ესპანეთის ჩემპიონატს 1909 წელს, მისი დაარსებისთანავე შეურთდა.

 

წყარო: იხილეთ აქ


3) ბაიერნი -  ბაიერნის პირველი გუნდი ბაიერნის ისტორია იწყება 1899 წლიდან და მისი დაარსება დაკავშირებულია ფრანც ჯონსის სახელთან. გარდა ამისა, იყო კიდევ 18 ფეხბურთელი, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ბაიერნს. გუნდის აღზევება დაიწყო 1907 წელს, როდესაც ბაიერნი ახალ ბაზაზე გადავიდა: ლეოპოლდშტრასზე. გუნდის პირველი მიღწევა გახდა მიუნხენის ფეხბურთში ლიდერობა და შესამჩნევი გაუმჯობესება ფანებისთვის, რომლებსაც თამაშის ყურება უკვე დამსხდრებს შეეძლოთ. ბაიერნი პოპულარული გახდა 1910 წელს, როდესაც გუნდმა აღმოსავლეთის მიწების თასი მოიგო. მომდევნო წელს მიუნხენელებმა დაიცვეს ტიტული ისე რომ არც ერთი შეხვედრა არ წაუგიათ.




მსოფლიოს ყველა დროის 10 საუკეთესო ფეხბურთელი



10. დევიდ ბექჰემი



9. ფრანს ბეკენბაუერი



8. რონალდინიო



7. რონალდო



6. იოჰან კრუიფი



5. ზინედინ ზიდანი



4. კრიშტიანუ რონალდუ



3. პელე



2. მესი




1. მარადონა




წყაროიხილეთ აქ








  


No comments:

Post a Comment